მოსკოვში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები 31 მაისამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ მოსკოვის მერმა სობინიმა განაცხადა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის დედაქალაქი შეზღუდვების შემსუბუქების პირველი ეტაპი დაიწყება, რაც ინდუსტრიული და სამშენებლო სექტორის მუშაობის განახლებას შეეხება.
მოსკოვის მერის თქმით, ჯერჯერობით საზოგადოებრივი ცხოვრების სრულად აღდგენა ნაადრევია, მაგალითად, რესტორნების, კინოთეატრებისა და თეატრების გახსნა.
მოსკოვი, ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრია.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, რომელიც თავის მხრივ, რუსეთის ჯანდაცივს ორგანოების მიერ მიწოდებულ რიცხვებს ეყრდნობა, მოსკოვში კორონავირუსით ინფიცირების 92 676 შემთხვევაა აღრიცხული, მაშინ როდესაც, სულ რუსეთში ვირუსით ინფიცირების 177 160 შემთხვევაა დადასტურებული.
ოფიციალური მონაცემების საწინააღმდეგოდ, დღეს, მოსკოვის მერმა, სერგეი სობინინმა განაცხადა, რომ დედაქალაქში ინფიცირების შემთხვევები ძალზედ მაღალია, სულ მცირე, სამჯერ მაინც.
რუსული სააგენტო "ტასის" ცნობით, სობიანინმა თქვა, რომ ქალაქში კორონავირუსით 300 000-მდე ადამიანია ინფიცირებული.
ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლით, რუსეთი მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი შემთხვევის რიცხვი გაიზარდა 11,231-ით.