მსოფლიო კორონავირუსის პანდემიის შემდეგაც ვერ დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს. აცხადებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსი.
მისი თქმით, კორონავირუსის პანდემია საბოლოოდ შემცირდება და დასრულდება, მაგრამ ჩვეული საქმიანობის აღდგენა რთული იქნება.
"ჩვენ არ გვსურს პანიკისი დათესვა, მაგრამ მზადყოფნაში უნდა ვიყოთ", - დასძინა ღებრეიესუსმა.
ღებრეიესუსმა განაცხადა, რომ მსოფლიო უნდა მოემზადოს შემდგომი შესაძლო პანდემიისთვის, რათა ჯანდაცვის სისტემამ შეძლოს ეფექტიანი რეაგირება.
"ინვესტიციების განხორციელება ჯანდაცვის სისტემაში ნიშნავს მრავალი სიცოცხლის გადარჩენას", - თქვა გენერალურმა დირექტორმა.