ბევრი ამბობს, გამყრელიძე გამოვა და იტყვის კიდევ ორი-სამი კვირა, კიდევ ორი-სამი კვირაო. არა, ბატონო, თავიდანვე ვთქვი, რომ ახალ ველოსიპედს ვერ გამოვიგონებთ, შიდა გავრცელების დაწყებიდან მეექვსე, მეშვიდე, მერვე კვირა არის ხოლმე ყოველთვის საფრთხილო, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„შიდა გავრცელება დაიწყო 23 მარტს, იქიდან გადათვალეთ, ახლა ვართ მეშვიდე კვირაში. ამიტომ, დავაკვირდეთ და ვნახოთ, როგორ გავივლით მეშვიდე და მერვე კვირას. თუ დავიცავთ რეკომენდაციებს, ამასობაში ზაფხულიც მოგვიწევს, დადგება თბილი მდგრადი ამინდები და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, ესეც გარკვეულად შეგვეხიდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.