ჩვენ არ გვაქვს არც პლატო და არც ვაკე, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ "ღამის კურიერის" პირდაპირ ეთერში ეპიდსიტუაციაზე საუბრისას.
მისი თქმით, არსებული მონაცემების დაკვირვებით, ეს არის ტეხილი, რომელიც აღნიშნავს მნიშვნელოვნად განსხვავებულ რიცხვებს.
"რეალურად, ჩვენ რომ დავაკვირდეთ იმ მონაცემებს, რომელიც ჩვენ გვაქვს, გვაქვს ტეხილი და შეგვიძლია შემოვიტანოთ ახალი ტერმინი, რომელიც ყოველ დღეს აღნიშნავს მნიშვნელოვნად განსხვავებულ რიცხვებს. ამ მიმართულებით, ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი დინამიკა, იქიდან გამომდინარე, რადგან ორი კვირის წინ იყო მნიშვნელოვანი ზრდა დაინფიცირებული ადამიანებისა, რაც დღესდღეობით, არის კლებაში. თუმცა, ამ კლების პროცესში, არის გარკვეული დღეები, როდესაც არის ნახტომი და ჩვენ გვხვდება ისეთი შემთხვევები, როდესაც 20-27 ინფიცირებული გვყავს 1 დღის მანძილზე", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.