საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ საქართველო პრეპარატ რემდისივირს მაისიs ბოლომდე მიიღებს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, პრეპარატის მისაღებად შესაბამისი ფორმალობები ქვეყანამ უკვე გაიარა.
რაც შეეხება წამყვანის კითხვას, ჩაანაცვლებს თუ არა რემდესივირი პლაქვენილს, მინისტრი ამბობს, რომ ამის შესახებ მსჯელობა არ მიმდინარეობს.
"მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ აქ არ არის საუბარი რომელიმე მედიკამენტის ჩანაცვლებაზე, აქ მნიშვნელოვანია იმ გაიდლაინისა და პროტოკოლის დაცვა, რომელიც არის მოწოდებული. შესაბამისად, ამ პრეპარატის საქართველოს ბაზარზე გაჩენის შემთხვევაში, მას ჩვენი ექიმები მოიხმარენ მხოლოდ იმ პროტოკოლით, რაც არის მითითებული. რაც შეეხება მის საქართველოსი დარეგისტრირებას და შემოტანას - საქართველო ჩაერთო სოლიდარობის კვლევაში, გავიარეთ გარკვეული ფორმალობები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, და საქართველო, ჩვენი ვარაუდით და ღრმა რწმენით, მაისის ბოლომდე ამ პრეპარატს მიიღებს და დავიწყებთ მისით მკურნალობას”, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.