უნდა ვიფიქროთ, რომ ინფექცია დასასრულისკენ მიდის. აცხადებს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ლევან გოფოძე, რომელიც სინგაპურის უნივერსიტეტის მიერ მომზადებულ კვლევას გამოეხმაურა.
კვლევის პროგნოზით, საქართველოში კორონავირუსის პანდემია, დიდი ალბათობით (97%) 2020 წლის ივნისში უნდა დასრულდეს.
"ფაქტია, ყველა ქვეყანაში კორონავირუსმა დაღმასვლა დაიწყო, მართალია იქ ახალი შემთხვევების მატება არ შეწყვეტილა, მაგრამ სიკვდილიანობის და ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი ყველა იმ ქვეყანაში იკლებს, რომელიც ლიდერობდა, ამიტომ უნდა ვიფიქროთ, რომ ინფექცია დასასრულისკენ მიდის", - აღნიშნა ლევან გოფოძემ.