უნდა გავითვალისწინოთ, რომ შემდეგ წლებშიც ჩვენ მოგვიწევს "კოვიდ" ინფექციასთან თანაცხოვრება, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ
მისი თქმით, თითოეული ჩვენგანის ქცევაზეა დამოკიდებული, როდის დასრულდება საქართველოში ეპიდემია.
"მკაცრად უნდა დავიცავთ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც მოწოდებულია უკვე რამდენიმე თვეა. ჩვენ ყველას გვიწევს „კოვიდ“ ინფექციასთან ერთად ცხოვრება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ შემდეგ წლებშიც ჩვენ მოგვიწევს „კოვიდ“ ინფექციასთან თანაცხოვრება, რაც ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად უნდა იყოს დაცული სოციალური დისტანცია; მოგვიწევს, რომ ვიაროთ ნიღბებით და დავიცვათ ყველა ის ჰიგიენური ღონისძიება, რომლებზეც მუდმივად ვსაუბრობთ. ყოველივე ამის ხარისხიანად განხორციელება მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ, ეპიდემიოლოგებმა და ექიმებმა მართონ ვირუსის გავრცელების როგორც სისწრაფე, ასევე ეპიდსიტუაცია", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.