ვანის და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი ეხმიანება ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტის განცხადებას, სადაც ის ამბობდა, რომ მოწოდება "დარჩით სახლში" და "არ დაესწროთ აღდგომას" მხოლოდ ეშმაკი იტყვის.
"მე გისვამთ კითხვას, ნელ-ნელა ჩნდება, რონ ამ პანდემიის მიღმა, როგორც მე მეუბნებიან და გუშინაც ვუყურე რაღაცა გადაცემებს, გადმომიგზავნეს Whatsapp-ზე და ბლეფი არისო საერთოდ. დავუშვათ და ბლეფი აღმოჩნდა ეს პანდემია, სად მიდიხართ მაშინ? სწორი იქნება თუ არა ის მღვდელმთავარი? თუ ეს პანდემია არის ხრიკი, მართალი იქნება თუ არა ის მღვდელმთავარი?
როცა დადგინდება და მსოფლიო იტყვის, რომ ეს ბლეფი არის თუ.. და თუ ბლეფია, არის თუ არა ის მღვდელმთავარი სწორი? იტალიაში ადრე მაგაზე ბევრია გარდაცვლილი, ყველას აწერენ პანდემიას", - თქვა მეუფე ანტონმა.