საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ საპარლემენტო არჩევნების თარიღი დაასახელა. მისი თქმით, 31 ოქტომბრის არჩევნების ახალი სისტემით ჩატარებას არავითარი საფრთხე არ შეექმნება.
"თუ საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელება გახდა საჭირო მაშინ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ივლისში დასრულდება და ესეც საკმარისი დროა იმისთვის, რომ ჩვენ სათანადოდ დავიწყოთ საარჩვენო კამპანია და 31 ოქტომბერს ჩავატაროთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს კონსტიტუცის მიხედვით, საპარლამენტო არჩევენები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის ბოლო შაბათს. თუმცა, არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა.