დღეს გამოჯანმრთელებული 6 პაციენტი ეწერება, უახლოეს მომავალში კი, შესაძლოა, კიდევ 10-მა დატოვოს, - განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში არის 79 პაციენტი, მართვით სუნთქვაზე რჩება ორი პაციენტი, რომელთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
"რაც შეეხება სხვა პაციენტების მდგომარეობას, მინდა გითხრათ, რომ ყველა მათგანის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. ინფიცირებული გყავს 61 შემთხვევა. გვყავს ორი ორსული ქალბატონი, რომელთანაც დადასტურებულია კორონავირუსი, ორივე ამ ეტაპზე არის სტაბილური. ახალი შემთხვევა არ გვყოლია ბოლო 24 საათის განმავლობაში, იმედია, ასე გაგრძელდება და ჩვენი კლინიკა რამოდენიმე კვირაში კოვიდინფექციასთან ბრძოლას აუცილებლად მოიგებს", - განაცხადა რატიანმა.