ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, დღეის მდგომარეობით სულ, 355 პაციენტი მკურნალობს.
"დაგვემატა 11 ახალი შემთხვევა. დღეს, დილისთვის არის 604 დადასტურებული შემთხვევაა. 11 ახალი პაციენტიდან 10-პაციენტი არის ბოლნისის კლასტერიდან, 1 ადამიანის წყაროს მოძიება კი გრძელდება. გამოჯანმრთელდა 240 პაციენტი ჯამში. დღეს კოვიდ ცენტრების კლინიკებში სულ 355 პაციენტი მკურნალობს. ჩვენთან, ამ ეტაპზე 57 პაციენტი წევს, აქედან 54 დადასტურებულია, 3 კი, ჯერჯერობით, კვლევის პროცესშია. რაც შეეხება კრიტიკული პაციენტის მდგომარეობას, მისი ჯანმრთელობის შესახებ, ჯერჯერობით, ვერ ვიტყვით, რომ სტაბილურია, მართვას და დასტაბილურებას ჯერ არ ექვემდებარება. ნომერ მეხუთე პაციენტი კი, რომელიც ინტერესის სფერო იყო, უკვე გამოჯანმრთელდა,"- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 11-ით გაიზარდა, საქართველოში სულ 604 დადასტურებული შემთხვევაა.