თბილისის პირველ ექსპერიმენტული სკოლა საქართველოს ყოფილი პრემიერ- მინისტრის ზურაბ ჟვანიას სახელობის იქნება. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში სტუმრობის დროს განაცხადა.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა სკოლის ახლად აშენებული კორპუსი დაათვალიერა და მოსწავლეებს და პედაგოგებს გაესაუბრა.
როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, საქართველოში ერთადერთი საჯარო დაწესებულებაა, რომელსაც მწვანე გადახურვა აქვს, სადაც ბავშვებს თამაშის საშუალება მიეცემათ.
პირველი ექსპერიმენტული სკოლის ახალი კორპუსი დაწყებითი კლასებისთვის აშენდა და ამ დროისთვის 283 მოსწავლე სწავლობს.