მოქანდაკე ზურაბ წერეთელი რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის ძეგლის შექმნას არ გამორიცხავს. ვლადიმერ პუტინის ძეგლი მას უკვე გაკეთებული აქვს.
"რატომაც არა? მაქვს გეგმაში შევქმნა დიდებული თანამედროვეების ძეგლები. ტაბაკოვი, მიხალკოვი, ბაშმეტი უკვე არის. ასევე არის ვლადიმერ პუტინის ძეგლი და მას "ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სული" ეწოდება", _ ასე უპასუხა ზურაბ წერეთელმა კითხვას აპირებს თუ არა იგი რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის ძეგლის შექმნას.
მოქანდაკე ასევე აცხადებს, რომ მისი ნამუშევრები მოსკოვში ქალაქთმშენებლობის საბჭოსთან შეთანხმების შემდეგ დაიდგა. მისი დანარჩენი ნამუშევრები მის მუზეუმშია.
აღსანიშნავია, რომ პრესკონფერენციის მსვლელობის დროს ზურაბ წერეთელი ასევე გამოვიდა ინიციატივით, მისი შექმნილი პეტრე I ძეგლი ამ მონუმენტის გადატანის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორის აგარაკზე დაიდგას. ცნობილია, რომ პეტრე I ძეგლის გადატანის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი მოსკოვის მერის მოვალეობის შემსრულებელი ვლადიმერ რესინი იყო.