ახლა ვართ გარკვეულ პიკურ პერიოდში, ეს კვირა და მომავალი კვირა. ახლა, ორშაბათიდან მეშვიდე კვირაში შევდივართ, რაც შიდა გავრცელება დაგვეწყო და ამიტომ მეტი სიფრთხილე, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ
მისი თქმით, მთელმა რიგმა ქვეყნებმა პიკი გადალახეს და საქართველო ამ ეტაპამდე შედარებით ნაკლები დაზიანებით მოდის, ახლა კი პიკურ პერიოდშია.
„ახლა ვართ გარკვეულ პიკურ პერიოდში, ეს კვირა და მომავალი კვირა. ახლა, ორშაბათიდან მეშვიდე კვირაში შევდივართ, რაც შიდა გავრცელება დაგვეწყო და ამიტომ მეტი სიფრთხილეა საჭირო და მეტი გამოვლენა. ყველამ იცოდეს, თუ ვინმეს ტემპერატურა და რესპირაციული სიმპტომები აქვს, მიმართონ ექიმს, მისი რჩევით იმოქმედონ. გაფართოებულია გამოკვლევების რაოდენობა და თუ დადებითია, სწრაფად, საწყის ეტაპზე მკურნალობა იძლევა კარგ შედეგს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.