ევროპული საქართველოს ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, მყისიერად უნდა მოიხსნას კომენდანტის საათი, რომელსაც არანაირი დასაბუთება არ აქვს.
პარტია გამოდის ინიციატივით დროულად მოისხნას შეზღუდვები და ამუშავდეს ეკონომიკა.
ევროპული საქართველოს მოუწოდებს ხელისფულებას 8 მაისიდან გახსნას ეკონომიკა და ყველა სახის ბიზნესი და ყველა მოქალაქეს მისცეს შანსი, რომ შეინახოს ოჯახი. მანამდე კი შეიმუშაოს გონივრული წესები და შეზღუდვები თითოეული კატეგორიის ბიზნესისთვის. როგორიც არის პირბადეების გამოყენება დახურულ სივრცეში და სოციალური დისტანცირების დაცვა.
"ის შეზღუდვები, რაც აქამდე იყო შემოღებული იმდენად შერჩევითი და არათანმიმდევრული იყო, რომ აპრიორი დაუკარგა ეფექტი და აზრი. ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული გამოსვლის გეგმა არის ძალიან ნელი ტემპის და გაუაზრებელი და დამატებით დააზიანებს ჩვენს ქვეყანას", - ამბობს ბოკერია.