საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის მოსახლეობას და ყველა მართლმადიდებელს სვეტიცხოვლობა წინასწარ მიულოცა.
"საქართველოს პრეზიდენტს აქვს სურვილი საქართველოს მოსახლეობასა და სრულიად მართლმადიდებლებს სვეტიცხოვლობის 1000 წლისთავი წინასწარ მიულოცოს. აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინსიტრაცია მჭიდროდ თანამშრომლობს საპატრიარქოსთან და რიგი ღონისძიებები იგეგმება," - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, 14 სექტემბერს სვეტიცხოვლობა განსაკუთრებით აღინიშნება, რადგან წელს სვეტიცხოვლის ტაძარს 1000 წელი უსრულდება.
"საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დაგეგმილია სადღესასწაულო ღონისძიებები, რომელიც გალა კონცერტით დასრულდება. ღონისძიებები სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. ამასთან უძველესი სატახტო ქალაქი მცხეთა მნახველების წინაშე განალხებული სახით წარსდგება", - აღნიშნა მანჯგალაძემ.