ის მოლოდინი, რომელიც პირადად „რემდესივირზე“ მქონდა, სამწუხაროდ არ გამართლდა. ფაქტია, რომ როდესაც მძიმე პაციენტია და ექიმს რამეთი უნდა დაეხმაროს, შეუძლია რაღაცები მოსინჯოს და რომელიმე წამალმა შეიძლება რაღაც გაუმჯობესება მოახდინოს. ის, რომ დღეს რომელიმე პრეპარატი, აშკარად ყველა პარამეტრით ეფექტური ჩანს, ეს სამწუხაროდ ხელში არ გვიჭირავს, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა „დღის ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
„სამწუხაროდ „რემდესივირმა“ არც ერთი პარამეტრით შედეგი არ დადო. არც სიკვდილიანობის შემცირებით, რაც სტაციონარში დაყოვნებით, რაც მართლაც სამწუხაროა, რადგან ეს ერთ-ერთი კვლევა იყო, რომელსაც იმედით ველოდებოდით. ასევე საუბარია მეორე კვლევაზე, რომელიც ჯერ არ დასრულებულა, მისი კვლევის წინასწარი შედეგები გამოქვეყნდა და ამ კვლევას იმედისმომცემი ეწოდა და საზეიმო განწყობა გამოიწვია, მაგრამ ამ კვლევას თუ კარგად დავაკვირდებით, დადებით პარამეტრად მხოლოდ 15-დან 11-დღემდე სტაციონარში დაყოვნების დღეების შემცირებას და მცირე პროცენტით სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირებას ასახელებენ, რომელიც სტატისტიკურად სარწმუნო არაა“, - აღნიშნა ინფექციონისტმა.