დღეიდან საქართველოს კონტროლის პალატაში თანამშრომლებისთვის ინგლისური ენის (ბიზნეს-ინგლისური) შემსწავლელი კურსები იწყება. მსმენელები გაივლიან TOEFL-ის კურსს. კურსებს ბრიტანული საერთაშორისო სასწავლო ცენტრის პედაგოგები ჩაატარებენ.
კონტროლის პალატის ინფორმაციით, ინგლისური ენის პროგრამა რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება და გულისმხობს: მემორანდუმებისა და მოხსენებების წერას; ელექტრონული მიმოწერისა და ბიზნეს-შეხვედრების წარმოებისას აუცილებელი ლექსიკის განვითარებას; ბიზნესთან დაკავშირებული ლექსიკური და გრამატიკული თავისებურებების ათვისებას.
აღნიშნული კურსის გავლა კონტროლის პალატის თანამშრომლებს დაეხმარება უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობასა და აუდიტის თანამედროვე სტანდარტების უკეთ ათვისებაში.