ცხელების ცენტრი, საქართველოს ინოვაცია იყო და ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გამოდგა ეპიდემიის კონტროლისთვის , - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.
მისი თქმით, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რამაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა ინფიცირებულთა დაბალი რიცხვი.
"თვითონ ეს თემა, ეს კასკადი, 112-ში დარეკვა, ოჯახის ექიმთან გადამისამართება, შემდეგ ცხელების ცენტრში გადამისამართება და კოვიდის ცენტრში, არის უნიკალური მსოფლიოსთვის, ის რგოლი, რომელსაც ცხელების ცენტრი ჰქვია, საქართველოს ინოვაცია იყო და ერთერთი ყველაზე ეფექტიანი საშუალება გამოდგა ეპიდემიის კონტროლისთვის, რამაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა ნფიცირებულთა დაბალი რიცხვი”, - თქვა ცერცვაძემ.