სამინისტროს ახალი ინიციატივით, ტესტირება უტარდება უკლებლივ ყველა კლინიკურ დაესებულებაში უკლებლივ ყველას, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.
მისი თქმით, ამას დაემატება სამედიცინო პერსონალის, ძალოვანი სტრიქტურების, ასაკოვანი ადამიანების გამოკვლევა და ფაქტობრივად, დაფარული იქნება ყველა მნიშვნელოვანი სამიზნე ჯგუფი.
„ყოველდღიურად და ყოველკვირეულად ეს სამიზნე ჯგუფები გაფართოვდება. ვიმეორებ, ეპიდემიაზე კონტროლისთვის გაცილებით ეფექტურია სამიზნე ჯგუფების გაფართოებული და მიზნობრივი გამოკვლევა, ვიდრე ზოგადად, მთლიანად მოსახლეობის გამოკვლევა. იმიტომ, რომ მთლიან მოსახლეობას მაინც ვერ გამოვიკვლევთ და თან, არამიზნობრივ ჯგუფებში ამ ინფექციის გამოვლენის ალბათობა არის ძალიან დაბალი", - ამბობს ცერცვაძე და აღნიშნა, რომ მთავარია არა მასობრივი გამოკვლევა მოსახლეობის, არამედ, მთავარია, ხდებოდეს გაფართოებული ტესტირება სამიზნე ჯგუფებში.
„მოკლე დროში ჩვენ მაინც ვერ მოვიცავთ მოსახლეობის არათუ უმეტესობას, მესამედსაც კი“,- თქვა ცერცვაძემ.