16 ოქტომბერს, ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში გამოფენაზე "ექსპო-2010" ქუთისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებული საყოფაცხოვრებო ტექნიკის ნაწარმი იქნება წარმოდგენილი.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ეგვიპტური კომპანია "ფრეში" ერთ წელზე მეტია რაც ოპერირებს.
კომპანია ამ ხნის განმავლობაში საყოფაცხოვრებო ტექნიკას (გამათბობლები, გაზქურები, კონდიციონერები და ასე შემდეგ) სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოტანილი მასალებით ადგილზე აწყობდა. მიმდინარე წლის სექტემბრიდან კი კომპანიამ საყოფაცხოვრებო ტექნიკის ადგილზე წარმოება დაიწყო.
ჩინეთში სწორედ საქართველოში წარმოებული პროდუქციის გამოფენა მოეწყობა.