სწრაფი ტესტების ნამდვილობაზე ბევრს საუბრობენ, თუმცა, როგორიც არ უნდა იყოს ეს ტესტები, ფაქტია, დიდ სამსახურს უწევს ეპიდსიტუაციის კონტროლს, - განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ.
მისი თქმით, რაც შეიძლება, მეტ ადამიანს უნდა გაუკეთდეს ტესტირება თუ არის შესაძლებლობა.
„მედპერსონალიდან 11-ს გაუკეთდა PCR ტესტი, მთლიანად გაიტესტა უკვე რეანიმაციის მედპერსონალი და ყველას ნეგატიური აღმოჩნდა. ასევე, ე.წ. ემერჯენსის მედპერსონალის ნაწილი გაიტესტა, იქაც უარყოფითი იყო ყველა. დღეს დასრულდება ემერჯენსი და მერე გადავალთ დანარჩენ მედპერსონალზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მედპერსონალი. ვიყენებთ როგორც სწრაფ ტესტირებას, ასევ PCR ტესტებს განსაკუთრებით იმ მედპერსონალისთვის, რომელიც მუდმივ შეხებაში არიან ინფიცირებულებთან“,- განაცხადა გოფოძემ.