საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქება, რომელიც დღეიდან ამოქმედდა, არ გავრცელდება იმ მუნიციპალიტეტებსა და ადმინისტრაციულ ერთეულებზე, სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმია დაწესებული.
მისივე თქმით, კომენდანტის საათი კვლავ ძალაშია.
„მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს შეზღუდვების შემსუბუქება არ გავრცელდება იმ მუნიციპალიტეტებზე და ადმინისტრაციულ ერთეულებზე, სადაც ჩვენ გვაქვს დაწესებული მკაცრი საკარანტინო რეჟიმი. გარდა ამისა, ყველა სხვა შეზღუდვა, რომელიც არის ქვეყანაში, განაგრძობს მოქმედებას და მათ შორის ე.წ. კომენდანტის საათი, რომელიც გულისხმობს გადადგილების შეზღუდვას ღამის 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე“,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.