27-28 აპრილს მოქალაქეებს შეეძლებათ, ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილებს დაუბრუნდნენ, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა
მისი თქმით, ეს გამონაკლისი დაშვებულია დიდ ქალებში შესვლა-გამოსვლის შეზღუდვის ნაწილში 27-28 აპრილს.
„ქვეყანაში მოქმედებს დიდ ქალაქებში შესვლის და გამოსვლის შეზღუდვა, რაც გულისხმობს თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში შესვლისა და გამოსვლის შეზღუდვას, თუმცა ჩვენ დავუშვით გამონაკლისი, დღეს და ხვალ, 27-28 აპრილს ჩვენს თანამოქალაქეებს შეეძლებათ ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის ადგილებზე გადაადგილება, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ოჯახების გაერთიანებას“, – განაცხადა ჩიქოვანმა.