მე ვფიქრობდი რომ ჩვენ არჩევნებს წავაგებდი ერთი წლით ადრე, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა და ის განცხადებები გააკეთა, რაც გააკეთა, - განაცხადა საქართველოს ყოფლმა პრემიერ-მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა "მთავარი არხის" ეთერში.
მისივე თქმით, იგივეს ფიქრობდა მიხეილ სააკაშვილიც.
შეკითხვას, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი რუსული პროექტი, მერაბიშვილმა უპასუხა, რომ "ბიძინა ივანიშვილმა მიიღო რუსეთის მხარდაჭერა. მინიმუმ თავისი განცხადებების შემდეგ, მან შეძლო თავისი ქონების რეალიზაცია რუსეთში".