სრულიად საქართველოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოში სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული მართლმადიდებლური დელეგაცია მიიღო. საპატრიარქოში უწმინდესმა სტუმრებს სვეტიცხოვლის აშენების ისტორია უამბო და სთხოვა, ილოცონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის.
მართლმადიდებლური დელეგაციის სახელით, განცხადება ალბანეთის მთავარეპსიკოპოსმა გააკეთა და აღნიშნა, რომ ილია მეორის ღვაწლით მთელი მართლმადიდებლური სამყარო მოხიბლულია. მანვე იმედი გამოთქვა, რომ ვიზიტი ხელს შეუწყობს ქართველი და ალბანელი ხალხის მეგობრობას.
"ძვირფასო პატრიარქო, მადლობა თქვენ ასეთი სიყავრულისათვის და გულთბილი მიღებისთვის. საქართველოს ეკლესიას არ შეუჩერებია ქართველი ხალხის დახმარება ყველაზე რთულ წუთებშიც კი. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ეს ვიზიტი ქართველი და ალბანელი ხალხის მეგობრობას ხელს შეუწყობს. დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ", - აღნიშნა ალბანეთის მთავარეპისკოპოსმა.
სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოში სერბეთის, რუმინეთის, ალბანეთის, პოლონეთის, იერუსალიმის, საბერძნეთისა და ამერიკის საეკლესიო დელეგაციები ჩამობრძანდნენ.
როგორც საქართველოს საპატრიარქოში განმარტავენ, 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოში ყველა მართლმადიდებლური ქვეყნის საეკლესიო დელეგაციაა მოწვეული მათ შორის რუსეთის და ყველას ჩამობრძანებას ელოდებიან.