დიახ, ჩვენ ახლა, წესით, პიკში ვართ - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.
მისი თქმით, ახლა მთავარი ამოცანაა, ეს პიკი, რაც შეიძლება დიდხანს შენარჩუნდეს „პლატოზე“ და არ იყოს ნახტომისებური ზრდა.
„ძალიან დიდი ბოდიში, თუ ვინმეს იმედები გავუცრუეთ და ეს პიკი არ არის ათასობით, არის ათეულობით შემთხვევა. დიახ, ჩვენ ახლა, წესით, პიკში ვართ და ჩვენი ამოცანა იქნება, ეს პიკი, რაც შეიძლება მეტი ხანი დავიჭიროთ პლატოზე და, როგორც ჩემმა ერთმა კოლეგამ კარგად თქვა, ეს არ იყოს ჯომოლუნგმა, იყოს პატარა გორაკი“, – განაცხადა იმნაძემ.