მაქსიმალურად შევძელით, რომ კორონავირუსის გავრცელება ქვეყანაში არ ყოფილიყო ზვავისებური. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"რაც შეეხება ტესტების რაოდენობას, რომელიც გაკეთდა ამ 24 საათის განმავლობაში - 822 ტესტი გაკეთდა და აქედან არის 29 ახალი შემთხვევა. გუშინ გაკეთდა 919 ტესტი და იქიდან იყო 25. სულ ჩატარებულია 12,000-ზე მეტი ტესტი. 5,000-ზე მეტია სწრაფი ტესტები გაკეთებული. მოგეხსენებათ, რომ ყველა იმ ღონისძიების ჩატარების შედეგად, რაც ქვეყანაში განხორციელდა, ჩვენ მაქსიმალურად შევძელით, გავრცელება ქვეყანაში არ ყოფილიყო ნახტომისებური, ზვავისებური. ჯერჯერობით შეიძლება ითქვას რომ ჩვენ ეს შევძელით," - განაცხადა პაატა იმნაძემ.