თუკი გაიზრდება ამაზე მეტად პაციენტების რაოდენობა, გადავალთ დასავლურ მოდელზე - შეიძლება ბინაზე მკურნალობაც დადგეს მსუბუქ და უსიმპტომო პაციენტებთან, თუ იქნება მასიური ზრდა და იქნება ასეულობით ზრდა, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.
ცერცვაძის განმარტებით, პაციენტების მკვეთრი ზრდის შემთხვევაში არის გეგმა იმისთვისაც, რომ მობილიზდეს 10 ათასი საწოლი და მსუბუქი პაციენტების მკურნალობა მოხდეს ბინაზე.
„დღეს არსებული 11 კლინიკის ფონდი არის 600 საწოლი - ერთ ამდენს კიდევ გავუძლებთ გაფართოების გარეშე. ამის შემდეგ არის გეგმა, რომ საქართველო უპრობლემოდ შეძლებს 2000-მდე საწოლის მობილიზებას, ექსტრემალურ მდგომარეობაში კი გვპირდებიან 10 ათას საწოლს. არ ვიცი, 10 ათასის მობილიზება როგორ მოხდება, მაგრამ 2 000-მდე როგორ მობილიზდება, ნათელია ჩემთვისაც, მიუხედავად იმისა, რომ ეს სამინისტროს კომპეტენციაა. უპრობლემოდ გაძლება ნიშნავს, რომ ყველა პაციენტი არის ინდივიდუალური მოვლის ქვეშ - ჩვენთან 8 საათში ყველაფერი უკეთდება, როცა აშშ-ში კვირები სჭირდება. ექვსასი საწოლის ზემოთ ასეთი რესურსი არ იქნება საკმარისი. თუკი გაიზრდება ამაზე მეტად პაციენტების რაოდენობა, გადავალთ დასავლურ მოდელზე - შეიძლება ბინაზე მკურნალობაც დადგეს მსუბუქ და უსიმპტომო პაციენტებთან, თუ იქნება მასიური ზრდა და იქნება ასეულობით ზრდა", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.