პიკს მოველით თვის ბოლოს. შემდეგ ველოდებით პლატოს, ორკვირიანი ალბათ და მერე წავა დაღმავალი გზით, - განაცხაფდა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.
„ჩვენ ვამბობდით, რომ 2-3 კვირაში იქნებოდა პიკი. ეს მართლდება, პიკს მოველით თვის ბოლოს. შემდეგ ველოდებით პლატოს, ორკვირიანი ალბათ და მერე წავა დაღმავალი გზით, რამდენი იქნება პიკის მომენტში - ეს ძნელი სათქმელია, მაგრამ ჩემი აზრით, ამ ტემპებიდან გამომდინარე, არ იქნება დრამატული მომატება, მაგრამ ვვარაუდობ, რომ ათას შემთხვევას არ უნდა გადასცდეს", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით ქვეყანაში ინფიცირების 456 შემთხვევაა დაფიქსირებული - აქედან 139 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 გარდაიცვალა.
ქვეყანაში პირველი ინფიცირების შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.