საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ დღეს კლინიკას 15 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში ამ ეტაპზე 104 პაციენტია, მათგან 86-ს დადასტურებული კოვიდინფექცია აქვს.
"დღეს მივიღეთ 17 უარყოფითი ტესტის პასუხი, დანარჩენსაც ველოდებით განმეორებითს 13-ს და ალბათ, უახლოეს საათებში დატოვებს დაახლოებით 15 პაციენტი კლინიკას,"- აღნიშნა რატიანმა
ლევან რატიანმა რეანიმაციული პაციენტების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ 8 პაციენტიდან კრიტიკულად მძიმე 2 რჩება.
"რეანიმაციული პაციენტები გვყავს 8. ახალი არ დამატებია. 3 იყო კრიტიკულ მდგომარეობაში, მათგან ერთის მდგომარეობა დღეს შედარებით გაუმჯობესებულია. დანარჩენი 2-ის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე, კონტროლდება ვიტალური პარამეტრები. გვყავს ახალი 2 შემთხვევა, ჩატარებული კვლევებით, ამ ეტაპამდე, მათთან რაიმე პათოლოგიური ცვლილება არ დასტურდება“, - განაცხადა რატიანმა.