ვირუსის 80% უსიმპტომოდ მიმდინარეობს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ეს დაადასტურა მიზნობრივ ჯგუფებში ჩატარებულმა ტესტირებებმა, რომლის მიხედვით, გამოვლინდა, რომ ასეთ ჯგუფებში 10% არის დადებითი, რომლებიც მიმდინარეობდა უსიპტომოდ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ იგეგმება მიზნობრივი ჯგუფების გაფართოება,რომლებისთვისაც ტესტირება სავალდებულო იქნება.