თუ ტესტების რაოდენობა მოიმატებს, ჩვენთვის უფრო თვალსაჩინო გახდება ინფექციის გავრცელების მასშტაბი. აქამდე რეალური სურათი სულ ბოლომდე წარმოდგენილი არ იყო, რადგან ტესტების რაოდენობა საკმარისი არ იყო, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
"თუ ჩვენ დავრწმუნდებით იმაში, რომ ვირუსის შიდაგავრცელება არ იქნება ფართო და ახალი შემთხვევები ცოტა გვექნება, როგორც ახლა, თუ ამაში დავრწმუნდებით, მერე აუცილებლად მთელი რიგი შეზღუდვები უნდა შერბილდეს. ასე დიდხანს ვერ იქნება, რადგან ჩვენ არ ვიცით ვირუსის ეს მასშტაბი სადამდე გაგრძელდება", - აღნიშნა ინფექციონისტმა.