დღეს, 12 ოქტომბერს, მობილური ოპერატორი ბილაინის წარმომადგენლები საქველმოქმედო აქციის, "ნათელი ფერები ბავშვებს" ფარგლებში, თბილისის ბავშვთა სახლს ესტუმრებიან.
ბილაინის გენერალური დირექტორი ანდრე პიატახინი მხატვარ ზაალ სულაკაურთან ერთად მოინახულებს სამხატვრო სახელოსნოს. ზაალ სულაკაური ბავშვებს ხატვის გაკვეთილს ჩაუტარებს.
"ბილაინის მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო აქცია განკუთვნილია ბავშვებისთვის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი მზრუნველობა. აქციაში ბილაინის აბონენტები აქტიურად ჩაერთნენ. " ათელი ფერები ბავშვებს" არ იქნება ერთჯერადი ღონისძიება და ყველა ჩვენი ახალი ოფისი მზრუნველობამოკლებული ადამიანების დახმარებისკენ მიმართული აქტივობებით გაიხსნება", - განაცხადა ბილაინის გენერალურმა დირექტორმა ანდრეი პიატახინმა.
საქველმოქმედო აქცია, რომელშიც ბილაინის ნებისმიერ აბონენტს შეეძლო მიეღო მონაწილეობა, 2 თვის განმავლობაში გრძელდებოდა; ბილაინის ნებისმიერი სასტარტო პაკეტის ღირებულებიდან 50 თეთრი,ხოლო მობილური ტელეფონიდან 1 ლარი თბილისის ბავშვთა სახლისათვის სახელოსნოს მოწყობას მოხმარდა.