აგრესიული ტესტირების შედეგად კორონავირუსი 20-მდე ექიმს დაუდასტურდა, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.
"ჩვენ დამატებით ვმუშაობთ უსაფრთხოების ნორმების დანერგვაში, მიმდინარეობს ტრეინინგები ყველა ამ ჯგუფში, რათა ისინი იყვნენ უფრო მეტად დაცულები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მათ ძირითადად აქვთ გადატანილი დაავადება უსიმპტომოდ, რაც ყურადსაღებია და ჩვენთვის სამომავლოდ გასათვალისწინებელია. პრევენციიდან გამომდინარე, ყველა ექიმი, ვინც იყო აღმოჩენილი, იმყოფებიან მონიტორინგის ქვეშ, რადგან ზუსტად ვიცოდეთ, რომ შემდგომში მათი მხრიდან შემდგომი ადამიანების დაინფიცირების რისკი არ არსებობს", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.