შევძელით და მთელი ამ სამი თვის მანძილზე ვმართვათ გრიპის ტალღებს, გრიპის პიკურ ფაზას ისე, რომ არ გვყავს ათასობით დაინფიცირებული პაციენტები, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, - განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.
მისი თქმით, ყველა ღონისძიება, რომელიც გატარებული იყო სახელმწიფოს და მთავრობის გუნდის მხრიდან, იყო ძალიან მნიშვნელოვანი და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ დაინფიცირებულების რიცხვი აღემატებოდა 40-ს და დღესდღეობით არის მხოლოდ 10-მდე, ეს არ ნიშნავს, რომ პიკი გადავლილია.
“თუმცა ეს ნიშნავს, რომ ყველა ღონისძიება, რომელიც გატარებული იყო სახელმწიფოს და მთავრობის გუნდის მხრიდან, იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ეს გახლავთ ის ეფექტი, რომ ჩვენ შევძელით და მთელი ამ სამი თვის მანძილზე ვმართავთ გრიპის ტალღებს, გრიპის პიკურ ფაზას ისე, რომ არ გვყავს ათასობით დაინფიცირებული პაციენტები, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.