სტიგმა ტუბერკულოზის, აივ/შიდსის და ბევრი სხვა დაავადების მიმართ. დღემდე ვებრძვით ამ სტიგმას და მასთან დაკავშირებულ უარყოფით შედეგებს, - ასე ეხმიანება ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის კვლევების ცენტრის დირექტორი სერგო ჩიხლაძე პირველი საუნივერიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ შვილის დაუდევრობით დედა რეანიმაციაში კვდება.
ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ მსგავსი განცხადებები დაუშვებელია და გარდა ამისა, იწვევს ექიმების დისკრედიტაციას.
"ამით მივიღებთ იმას, რომ ადამიანები დამალავენ სიმპტომებს და შერცხვებათ დიაგნიზის, რაც კიდებ უფრო ცუდ შედეგამდე მიგვიყვანს. ზუსტად ასეთი მიდგომით გაჩნდა სტიგმა ტუბერკულოზის, აივ/შიდსის და ბევრი სხვა დაავადების მიმართ. დღემდე ვებრძვით ამ სტიგმას და მასთან დაკავშირებულ უარყოფით შედეგებს. უმჯობესია შეიცვალონ სპიკერები ან ისწავლონ სწორი კომუნიკაცია", - აღნიშნავს ჩიხლაძე.