მზად გვაქვს სოციალური და ეკონომიკური დახმარების გეგმაც და ამ ყველაფერს პარასკევს უკვე საზოგადოება ნახავს“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა კრიტიკულ მოსაზრებებს ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ოპოზიცია ფიქრობდა, რომ ხელისუფლება ვერ გაართმევდა თავს პანდემიის მართვას, - ვერ შეძლებდა ჯანდაცვის ორგანიზებას, ვერ მიიღებდა სოციალურ და ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს, მაგრამ „რეალურად გამოჩნდა, რომ ხელისუფლებამ ეს შეძლო“.