თუ უკონტროლო მატება დაიწყო, მაშინ ამას ჩვენი ჯანდაცვის სისტემა უკვე ვეღარ გაუძლებს, - განაცხადა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში.
მისი თქმით, ჯერჯერობით, დღეში ათეულობით შემთხვევის მატება დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, თუ ეს, ევროპის ქვეყნების მსგავსად, ასეულამდე არ ავიდა.
"მართალია რამდენიმე ათეულით მატება გვაქვს ახლა, მაგრამ ეს მაინც არ არის ბევრი. მოკლედ, რამდენიმე ათეული შემთხვევით მატებას ყოველ დღე საქართველოს ჯანდაცვის სექტორი გაუძლებს. თუ უკონტროლო მატება დაიწყო, მაშინ ამას ჩვენი ჯანდაცვის სისტემა უკვე ვეღარ გაუძლებს. არსებობს გეგმა B, რომელიც გულისხმობს, რომ სისტემა ამ ყველაფერს გაუძლებს, ოღონდ დამატებითი რესურსის მობილიზებით. ამ გეგმაში რესურსის გაოთხმაგებაა გათვალისწინებული“, - აცხადებს ცერცვაძე.