ქვეყანაში 74-დან 76 გამოჯანმრთელებულ პაციენტზე ავედით, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, კორონავირუსისგან განკურნებული პაციენტი მათ ცენტრში ყველაზე მძიმე მდგომარეობით იყო მოთავსებული.
„აღსანიშნავია, რომ პაციენტი, რომელიც დღეს ჩვენ, როგორც გამოჯანმრთელებული გავწერეთ, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე, კრიტიკული პაციენტი, რომელიც ჩვენ გვყავდა არაინვაზიურ ვენტილაციაზე. ეს პირველი პაციენტია, ყველაზე მძიმე კრიტიკული პაციენტი, ჩვენი ცენტრიდან, რომელიც დღეს გაეწერა და ძალიან სასიხარულოა“ ,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.