რაც არ უნდა უცნაური იყოს დღეს, 21-ე საუკუნეში გვრჩება ის, რაც ოდითგანვე ცნობილი იყო კაცობრიობისთვის და ჩვენ არაფერს სიახლეს არ ვთავაზობთ ადამიანებს. ეს არის ძველი აპრობირებული ჭეშმარიტება – მაშინ, როდესაც ვრცელდება დაავადება, ჩვენ უნდა მოვერიდოთ გარშემომყოფებთან ურთიერთობას, ახლო კონტაქტებს, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა.
მისი თქმით, დღეს ეჭვგარეშეა, რომ კოვიდ19 ქვეყნის შიგნით არის გავრცელებული.
„ერთადერთ საშუალებად, რაც არ უნდა უცნაური იყოს დღეს, 21-ე საუკუნეში გვრჩება ის, რაც ოდითგანვე ცნობილი იყო კაცობრიობისთვის და ჩვენ არაფერს სიახლეს არ ვთავაზობთ ადამიანებს. ეს არის ძველი აპრობირებული ჭეშმარიტება: მაშინ, როდესაც ვრცელდება დაავადება, ჩვენ უნდა მოვერიდოთ გარშემომყოფებთან ურთიერთობას, ახლო კონტაქტებს. დაავადებულები უნდა გაშორდნენ საზოგადოებას და ამ გზით შევამციროთ ინფექციის გადაცემის ტემპი და დავიცვათ ჰიგიენის ელემენტარული ნორმები, რომელიც რეკომენდირებულია ასეთი ინფექციების გავრცელების დროს. მხოლოდ ეს მოგვცემს იმის იმედს, რომ ჩვენი ქვეყანა ნაკლები დანაკარგებით გადაიტანს პანდემიას“ ,- განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.