პაატა იმნაძეს პატივს ვცემ, მაგრამ სჯობს ის დათვალოს, რეალურად რამდენი ინფიცირებულია - ასე გამოეხურა ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის მოწოდებას, სახლში დარჩენასთან დაკავშირებით.
"ბატონ პაატას პატივს ვცემ, მაგრამ სჯობს მან ის დაითვალოს, რეალურად რამდენი დაინფიცირებული გვყავს. რეალურად რამდენი გვყავს ეს დაითვალოს. ეკლესიაზე გსურთ საუბარი მხოლოდ?! ის რაოდენობა არ გვაქვს, რაც რეალურადაა. ექიმებს ჰკითხეთ", - განაცხადა მეუფე იაკობმა.