თუ ასე გავაგრძელებთ "ღლიცინს", რასაც ჩვენი ქვეყნის უმეტესი მოსახლეობა, სამწუხაროდ, აკეთებს, ვერ ავუვალთ ამას ქართველი ექიმები, - განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა და მოსახლეობას კიდევ ერთხელ სოციალური დისტანცირებისკენ მოუწოდა.
"რაც ვიცით, მხოლოდ და მხოლოდ ამ ვირუსის ბიოლოგიური თვისების შესახებ ის არის, რომ თუ იქნება ფიზიკური დისტანცია, რომ დროში გაიჭიმოს ეს ყველაფერი, არ გავხდეთ ინფიცირებული და არ წამოგვივიდეს ის გართულებები, რაც დღეს მსოფლიოს სხვა ქვეყანაშია - ამ ეტაპამდე დაიჭირა ჩვენმა ქვეყანამ, მაგრამ თუ ასე გავაგრძელებთ "ღლიცინს,“ რასაც ჩვენი ქვეყნის უმეტესი მოსახლეობა, სამწუხაროდ, აკეთებს, ვერ ავუვალთ ამას ქართველი ექიმები. ბატონ პაატა იმნაძეს დიდ პატივს ვცემ, ნამდვილად ასე იქნება. დადგება დღე, რომ ექიმები ქვეყანას არ ეყოლება, იმიტომ, რომ ჩვენც ადამიანები ვართ, ჩვენც გვაქვს რესურსი. ყველას ვთხოვ, ეს იქნება ერი თუ ბერი - ფიზიკური დისტანცია დავიჭიროთ ერთმანეთთან. მე მყავს სამი შვილი და თვენახევარია, ჩემი ოჯახის არც ერთი წევრი არ მინახავს. ეს ცხოვრება დაგვიდგა, უნდა დავცილდეთ ერთმანეთს, რომ გადავრჩეთ. ვერ წარმოუდგენიათ ადამიანებს, რა ხდება ჩვენს რეანიმაციაში, არ მინდოდა ამ სიტყვის თქმა, მაგრამ როგორ იხრჩობიან ადამიანები, იმიტომ, რომ ერთმანეთს არ გაუფრთხილდნენ ოჯახის წევრები. თვითონ "გამოძვრნენ“ ახალგაზრდები, მაგრამ ასაკოვანი ადამიანები იხრჩობიან და ამის ყურება ძალიან ძნელია ჩვენთვის. ნუ გაგვაკეთებინებთ იმას, რომ ჩვენ დავიხოცოთ. ამ დრომდე ვიჭერდით, იმედია დაიჭერთ, თუ ყველანი სახლში დავსხდებით და პასუხისმგებლობას ავიღებთ იმაზე, რომ არ გამოვიდეთ სახლიდან,“ - განაცხადა ლევან რატიანმა.