ნახტომისებური მატება იმიტომ იყო, რომ სახლში არ ვრჩებით; იმიტომ, რომ ვიღაც რომ გადის ოჯახიდან და ბრუნდება, არ ერიდება იმ ოჯახის წევრებს, რომლებიც სახლში უნდა იყვნენ, ამიტომ ხდება ეს ყველაფერი, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში.
მისივე თქმით, საჭირო თუ გახდა, ზომები კიდევ უფრო გამკაცრდება.
„ვნახოთ, როგორ გაიგებს ჩვენი მოსახლეობა ყველაფერს. დღეს ვნახე, მანქანები როგორც გადიოდა ქალაქიდან. მესმის, რომ ეს არის ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაული. მაგრამ სუფრის მოწყობა, 5-6 კაცი რომ იქნება, შეიძლება ხუთივე, ექვსივე ჩაწვეს. გამიგეთ ეს სწორად. მოერიდეთ ამას ყველაფერს. მესმის, რომ ეს ჩვენი ტრადიციაა, დღეს ერთხელ ვთქვათ უარი იმისათვის, რომ ჩვენი ერი გადარჩეს. ეს გავიგოთ ყველამ. იგივე ეკლესია გადარჩეს, ამისკენ მოგიწოდებთ. ნუ წახვალთ ეკლესიაში, გადავარჩინოთ ეკლესია ჩვენი ეკლესია“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.