გაიგეთ ხალხო, თუ არ დავრჩებით სახლში, ჩვენ ვერ გადავრჩებით. გვექნება უდიდესი მსხვერპლი , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“ განაცხადა.
„ასე, ჩვენ ცოტა ხანში, სამ კვირაში, საქართველოში საშინელებას დავატრიალებთ, თუ ეს არ გავითავისეთ ყველამ. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დარჩით სახლში. დარჩით სახლში, არ წახვიდეთ არსად, მოერიდეთ, ერთმანეთთანაც კი, თუ ვინმე ოჯახებიდან გავიდეს და დაბრუნდეს ხოლმე. გაიგეთ ხალხო, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, თუ არ დავრჩებით სახლში, ჩვენ ვერ გადავრჩებით. ჩვენ გვექნება უდიდესი მსხვერპლი. აი, ეს ყველამ უნდა გავიგოთ“ ,- განაცხადა იმნაძემ.