საპატრიარქოს გადაწყვეტილება ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.
„ჩვენ საკმაოდ დიდი ხანია, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს იქედან გამომდინარე, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, შეჯერება მომხდარიყო, ვინაიდან ჯანდაცვის სამინისტრო და ექიმები ზრუნავენ ჩვენი მოქალაქეების ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ხოლო ეკლესია ჩვენი მოქალაქეების სულიერ ჯანმრთელობაზე. აქედან გამომდინარე, გამორიცხული იყო, ჩვენ შორის გაუგებრობა მომხდარიყო, მაგრამ ვეძებდით გამოსავლებს, რომელიც იქნებოდა საუკეთესო გამოსავალი, როგორც ჯანდაცვის სისტემისთვის, ასევე ეკლესიისთვის და მისაღები იქნებოდა ჩვენი მრევლისთვის. აქედან გამომდინარე, საპატრიარქოს გადაწყვეტილება ჩემთვის მოულოდნელი არ იყო“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მისი თქმით, თუ გათვალისწინებული იქნება ყველა საკითხი, რომელსაც საპატრიარქო აცხადებს, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ხარისხიც და მოლოდინებიც, რომელიც ჯანდაცვის სისტემას ძალიან აშინებდა.