პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გუშინ შეყვანილი 11 კოვიდინფიცირებულიდან რამდენიმე ექიმია, - ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.
რატიანს არ დაუზუსტებია, თუ რამდენი ექიმი მკურნალობს კლინიკაში კორონავირუსზე.
"გუშინ 11 კოვიდინფიცირებული პაციენტი შემოვიდა, მათგან რამდენიმე, სამწუხაროდ, ექიმია. არც ექიმები არ ვართ დაცული ამ დაავადებისგან. ამიტომ, რომ გადავრჩეთ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ და მოვუწოდებ ყველას - დავრჩეთ სახლში და ვიყოთ სოციალურად დისტანსირებული, ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ გავხდეთ დესოციალიზირებული. უნდა დავცილდეთ ფიზიკურად ერთმანეთს", - განაცხადა რატიანმა.