დადგა მომენტი, რომ ერთმანეთს უნდა დავცილდეთ, იმიტომ, რომ აუცილებლად უნდა გადავრჩეთ, - მიმართა მოსაქლეობას პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა.
მისი თქმით, დაცილების ერთ-ერთი გზა არის ფიზიკური დისტანცია.
„მინდა, მივმართო მოსახლეობას, დადგა მომენტი, რომ ერთმანეთს უნდა დავცილდეთ. უნდა დავცილდეთ იმიტომ, რომ აუცილებლად უნდა გადავრჩეთ და დაცილების ერთ-ერთი გზა არის ფიზიკური დისტანცია, მაგრამ ერთი გამონაკლისით, დესოციალიზაციის გარეშე. ძალიან ვთხოვ ყველას, რომ ჩვენ თქვენთვის ვართ, მაგრამ ვერ აუვალთ ამდენს. თუ არ დაიცავით ერთი რამ - დარჩით სახლში, ფიზიკური დისტანციით“ , – განაცხადა ლევან რატიანმა.