ვერავინ გვეუბნება, ზუსტად როდის იქნება კრიზისი და გავრცელების პიკი - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ერთი დღის განმვალობაში ქვეყანაში არის 30 ადამიანი ინფიცირებული.
"დღეის მდგომარეობით კვლევა მიმდინარეობს 500 ადამიანზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში სრულმაშტაბიან შიდა გავრცელების ეტაპზე გადავედით. ზუსტად ვერავინ გვეუბნება, როდის იქნება კრიზისი და გავრცელების პიკი. დღეს შეუძლებელია ზუსტი პროგნოზის გაკეთება, როდის მოხდება გავრცელების პიკი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 15 აპრილიდან 21:00 საათიდან დიდ ქალაქებში: თბილისში, რუსთავში, ბათუმში და ქუთაისში, ყველა სახის მოძრაობა 10 დღით აიკრძალა.