ეკლესიის კარი რასაკვირველია, არ დაიკეტება - აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ტვ „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.
“მთავარია უმაღლესი სასულიერო პირების კურთხევა, დაცული იყოს ის რეკომენდაციები, რომელიც გასცეს საკმაოდ ავტორიტეტულმა ადამიანებმა. მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები. მთავარი ამოსავალი წერტილია - დავიცვათ ერთმანეთი და დავიცვათ ეკლესია, მრევლი და მაღალი სასულიერო პირებიც“, - თქვა ვოლსკიმ.